დედამიწას ირგვლივ აკრავს ჰაერის გარსი, რომელსაც ატმოსფერო ეწოდება (�ატმოს� ბერძნული სიტყვაა და �ორთქლს� ნიშნავს) ჰაერი დედამიწასთან ერთად ბრუნავს. მისი ზედა საზღვარი, პირობითად, 2000-3000 კმ-ია. სადაც, ჰაერი საკმაოდ გაიშვიათებულია, ქვედა საზღვარი კი დედამიწის ზედაპირია.
ჰაერს ადამიანის სიცოცხლისა და არსებობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მის გარეშე ცოცხალი ორგანიზმების არსებობა შეუძლებელი იქნებოდა. ატმოსფერო იცავს დედამიწას გადახურებისა და გაციებისაგან. დღისით ჰაერის სქელი ფენა ფანტავს მზის სხივებს, ღამით კი იგივე ფენა იცავს დედამიწას და დილამდე სითბოს უნარჩუნებს. ჰაერი აგრეთვე გვიცავს კოსმოსური სხივებისა და მეტეორიტებისაგან, რომლებიც ჰაერში იწვიან, ჰაერშივე იფანტებიან და დედამიწამდე ვერ აღწევენ.

